ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

spot_imgspot_img

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული იყვნენ „დანაშაულებში სავარაუდო ან დადასტურებული მონაწილეობის გამო“, ამიტომ მათ მიმართ „თავისუფლების შეზღუდვის ალტერნატიული ზომები“ იქნა გამოყენებული. Reuters-ის ცნობით, ვენესუელას ხელისუფლებას ჯერ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ალტერნატიული ზომები.

„ყველა არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა ყველა პოლიტპატიმარი სრულ თავისუფლებას იმსახურებს. მოდი, დაუღალავად გავაგრძელოთ ამის მოთხოვნა, სანამ თითოეული მოქალაქე საკუთარ ოჯახს არ დაუბრუნდება“, — განაცხადა პოლიტიკოსმა დინორა ფიგერამ, რომელიც ვენესუელის მთავრობასთან მოლაპარაკებებში ოპოზიციის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 131 ადამიანის გათავისუფლებას „ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ვენესუელაში უკვე 1046 პოლიტპატიმარია გათავისუფლებული.

აშშ ვენესუელის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აგვისტოს დასრულდა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო რეფორმაზეც მიაღწიეს შეთანხმებას.

შეერთებული შტატები ვენესუელას ოპოზიციასა და დროებით მთავრობას შორის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს. ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად, ეროვნული დიალოგის დაწყებამდე, ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს, რომლის საფუძველზეც უკვე რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

5 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია,...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო,...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია...
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...