კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინმა ადრეც განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში ზელენსკის მოსკოვში მიიღებენ და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემენ, თუმცა მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად ყველამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, საქმეში კი აშშ-ის ლიდერს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება შეუძლია.


