საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
“რა ირაკლი ღარიბაშვილი, ის თვალით ერთხელ მყავს ნანახი. ღარიბაშვილი არის პოლიტიკოსი და მან ზუსტად გამოიყენა კარგად ეს სიტუაცია სათავისოდ. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები, ის პოლიტიკოსია, კარგად გათვალა ეს სიტუაცია და თავისი გადმოსახედიდან, თემის ასაწევად, კარგად გამოიყენა. თემა აწია. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა. მე მგლების გარემოცვაში პირისპირ დავრჩი”. – თქვა ჩუბინიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.


