კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება

ივანიშვილის მერი კახა კალაძე ბიზნესმედიაჯგუფს  “მიზანმიმართულ” სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორ კომპანიას შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილება მხოლოდ “ტექნიკური ხასიათის” იყო. BM.GE ავრცელებს, განახლებული კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, კომპანია სმარტ სოლუშენსს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ვადა 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაეზარდა.

“ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ტელევიზია, TV პირველი და ბიზნესმედია ჯგუფი, რომლის გადაცემებიც ამ ტელევიზიაზე გადის, ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით.მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე, გავაკეთე განმარტებები, ასევე, როცა სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ ნოემბრის ბოლოს დასრულდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნული გამზირის. მიუხედავად ამისა, ეს კონკრეტული ტელევიზია ცდილობს, მიზანმიმართულად გაავრცელოს სიცრუე და შეცდომაში შეიყვანოს… ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო პროექტი და ერთი თვით კონკრეტულ კომპანიას გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება.კიდევ ერთხელ მინდა უცებ ავხსნა – როცა გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო ასი დღის ვადა, თუმცა, პირველ სამუშაოებს ატარებდა GWP, რადგან მიწისქვემოთ არსებული ამორტიზებული ქსელი, რა თქმა უნდა, მათი გასაკეთებელია, ყველა ასეთ პროექტზე ასე ხდება…როცა დამთავრდა, შემდეგ უკვე ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შედის სამუშაოებით და იწყებს შესაბამის პროექტს.

ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება და ამაზე აპელირება მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განმარტება, მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული… კონკრეტული ტელევიზია ცდილობს, სიცრუეში შეიყვანოს მოსახლეობა და მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია.არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე” – ამბობს კახა კალაძე.

პოპულარული

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა...

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც...

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE)...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი...

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამორინეებს...

რუსეთმა გერმანიიდან კიდურების პროთეზების იმპორტი 5-ჯერ გაზარდა 2021 წელთან შედარებით

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს კიდურების პროთეზები და...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო...

ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა,...

ყველა ამბავი

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის შემცვლელად, ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა. ქინქლაძე ამ დრომდე №1 ლაითურის...

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დახურა: ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ჯარის ძარცვის“ (თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების) საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.პროცესს ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად...

გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.გელა...

ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების „მტაცებელთა სიაში“ მოხვდა

ბიძინა ივანიშვილი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) პრესის თავისუფლების „მტაცებელთა“ (Press Freedom Predators) 2026 წლის სიაში მოხვდა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ...

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას."ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ღიად განაცხადა...

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება დეკემბრის ბოლომდე გადაიდო

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დეკემბრის ბოლომდე გადაიდო. თბილისის მერიასა და პროექტის კონტრაქტორ კომპანია სმარტ სოლუშენსს შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული...

“ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

"ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა"  -  ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის...

ტრამპი დაიმუქრა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კონგრესზე კონტროლის დემოკრატიული პარტიის ხელში გადასვლის შემთხვევაში, მისი წარმომადგენლების ყველა საკანონმდებლო ინიციატივას ვეტო დაადოს....

ზელენსკის თქმით, ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  მხოლოდ ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედროების სახით 54 400 ადამიანი...

NASA-ს მარსის იმიტირებული მისიის ეკიპაჟმა იზოლაციაში გატარებული 378 დღის შემდეგ საცხოვრებელი მოდული დატოვა

ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც მარსის იმიტირებულ მისიაში მონაწილეობდნენ, ჰიუსტონში, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, იზოლაციაში 378 დღე გაატარეს...

ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრისთვის თურქეთში,...

ყველაზე სასარგებლო ნაგვის ურნაში?-საკვების ნარჩენები უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, ამტკიცებენ ექსპერტები

ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების, მაგალითად, ქერქისა და ღეროების საკვებად გამოყენება ორგანიზმისთვის სასარგებლოა და მას უჯრედისით...