პრემიერი ქართულ ოცნებაში ახალი კადრების მოზიდვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია ახალი კადრების შერჩევის პროცესშია, თუმცა არ ადასტურებს, რომ ამაზე უცხოური კომპანია მუშაობს.
“დღესაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება პარტიაში ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარია ამ საქმით დაკავებული. სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ.“ – განაცხადა ბახტაძემ
პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებაზეც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ ეს ქართული ოცნებისთვის პოზიტიური ნაბიჯია.
“ირაკლი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია მე ეს კომუნიკაცია მასთან მქონდა და ზოგადად ჩვენ პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა.მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ქართული ოცნებისთვის , ვინაიდან ჩვენ ამით შევძლებთ, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ,“ – განაცხადა ბახტაძემ.