ზურაბიშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, წაგებას შეეგუონ

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეეგუონ წაგებას და აღიარონ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი. ზურაბიშვილს არ სურს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სასამართლოში შეტანილი იმ სარჩელის კომენტირება, რომლითაც ოპონენტები მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება. რაც შეეხება თავად ინაუგურაციას, სალომე ზურაბიშვილის თქმით დეტალები, მათ შორის სტუმრების სია ყოველდღიურად ზუსტდება.