მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელიდა დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მასთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები – მაკსიმ ბუტკევიჩი და ულვი ჰასანლი

ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემია არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც 2013 წელს დაარსდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკისა და „ქარტია 77“ ფონდის მიერ. ეს პრემია ენიჭებათ იმ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.

ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

პოპულარული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა...

Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა

ბრიტანულმა ნეობანკმა Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა, რადგან...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. ფაქტზე განზრახ...

პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის? მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს-ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ენმ–ს ერთ–ერთი...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე...

ყველა ამბავი

“პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს” – პეტრუშევი

""პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს" "- ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რითიც პოლონეთის...

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! – ფინეთმა უკრაინას 290 მილიონ ევროს ღირებულების თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! -  ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებსდა ასევე...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა...

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ.  ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში ადასტურებენ, რომ სანქცირებული ავიაგადამზიდავები საქართველოს...

პუტინმა, უკრაინული დრონების შიშით „ვალდაის“ ფორუმი სოჭიდან მოსკოვის ოლქში გადაიტანა

უკრაინული დრონების მზარდი და ეფექტური თავდასხმების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რადიკალურ ზომებს მიმართა. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყოველწლიური საერთაშორისო საგარეო...

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი ბოროტების წინაშე – ექიმი მაია კოხტაშვილის წერილი

"მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი ბოროტების წინაშე" - ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი მადლობის წერილს...

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარით დააჯარიმეს

მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.გადაწყვეტილება ახმეტის მაგისტრატმა მოსამართლემ, თეონა კობიაშვილმა, თელავის...

კრემლის პროპაგანდა კობახიძის განცხადებებს ტირაჟირებს და თბილისისგან „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრას“ ელოდება

ირაკლი კობახიძის განცხადებები ქვეყანაში „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრის“ შესახებ წამყვანი რუსული მედიასაშუალებებისა და კრემლის საინფორმაციო პროპაგანდის მთავარ თემად იქცა. მის...

ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია – გახარია

"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ყოფილი პრემიერის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს. ...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის...

„ქვრივების ყურემ“ „ემის“ 14 ჯილდო მოიპოვა – ეს კომედიური სერიალისთვის რეკორდია

„ემის“ დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი ჰორორ-კომედიური სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა. Apple TV-ის პროექტმა 14 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის — საუკეთესო...

აშშ-მ რუსული VTB ირანთან დაკავშირებულ სანქციათა სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთის აქტივებით მეორე უმსხვილესი ბანკი, VTB, ირანთან დაკავშირებულ სანქციათა სიებში შეიყვანა....