პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე ეტაპი კი, 15 თებერვლიდან დაიწყება. “17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, “საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. იქიდან გამომდინარე, რომ 1 იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაციის პროცესი.
15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ საშტატო ერთეულისათვის. 15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები, იმის მიხედვით, როგორ დააკმაყოფილებენ ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

15 თებერვალიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს – მოძებნოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას”,  აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას...

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“: იტალია ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციას ატარებს

იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა ნავთობტანკერი...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის...
spot_img

ყველა ამბავი

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.უწყების განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად...

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო იმ პერიოდში, როდესაც ინფანტინო ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო, – ნათქვამია...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მასპინძელმა, სერბეთის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, თურქეთი სავაჭრო გემების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შაბათს, 8...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...