ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა შს მინისტრი და მთავრობის მეთაური – სიორიძე

“ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა შს მინისტრი და მთავრობის მეთაური ” – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც 27 მაისს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 6 პოლიციელის დაკავებას ეხმაურება.

„გუშინ, საზოგადოებამ იხილა უმძიმესი კადრები, რომელზეც ჩანს არა მხოლოდ ერთი დანაშაული, არამედ დღევანდელი ქართული სამართალდამცავი სისტემის მთელი სიმახინჯე. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა „ციხის კადრების“ შედეგად და რომელსაც, პრაქტიკულად, გადაჰყვა წინა ხელისუფლება, თავად გახდა მოძალადე სისტემის შემოქმედი. „რუსული კანონების“ და შემდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ასობით შემთხვევას, ფიზიკურად როგორ ძალადობდნენ, აწამებდნენ და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის პირამდე მიჰყავდათ მშვიდობიანი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის თანამშრომლები. ამ დანაშაულთა ჩამდენები არა თუ პასუხისგებაში მიუციათ, არამედ იდენტიფიცირებულებიც არ არიან. მაგრამ გორში მომხდარმა ინციდენტმა ცხადყო, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად მომპალია. პოლიციელის ღირსებისგან და ადამიანობისგან დაცლილი ადამიანები აწამებენ ადამიანს და რომ არა შემთხვევით გადაღებული ვიდეოკადრები, დღეს განსასჯელთა სკამზე იჯდებოდა თავად დაზარალებული და არა ეს 6 პოლიციის მუნდირის შემარცხვენელი კრიმინალი. შემთხვევით გადაღებულმა ვიდეოკადრებმა მხოლოდ აისბერგის წვერი გამოაჩინა და დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც ერთი და ორი პირის საჩვენებლად პასუხისგებაში მიცემა ვერ უშველის, ისევე როგორც, ცოტა ხნის წინ 5 სპეცრაზმელის დაკავება არაფერს ნიშნავს იმ ასობით დანაშაულთან მიმართებაში, რომლის ჩაფარცხვასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს.

„ქართულ ოცნებას“ ახლა მხოლოდ ამ პირების „გაწირვა“ უწევს და კვლავ შერჩევით სამართალს იყენებს. საზოგადოებას უჩენენ განცდას, თითქოს რაღაც გადაცდომა მოხდა მაშინ, როდესაც ბრალი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს წამების მუხლით, რაც მთელ საგამოძიებო პროცესს არსებითად შეცვლის. ამის საპირისპიროდ, გვახსოვს შერჩევითი, სადამსჯელო მიდგომა ალეკო ელისაშვილისთვის და მზია ამაღლობელისთვის მუხლების დემონსტრაციულად გადაკვალიფიცირებით. საქართველო გადაიქცა პოლიციურ სახელმწიფოდ, სადაც თვითნებობით გათამამებული პოლიციელები უკანონოდ აჩერებენ, ჩხრეკენ ბავშვებს, აკავებენ მოქალაქეებს და როგორც ვხედავთ, ძალადობენ და აწამებენ კიდეც. ყველა პირი უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა შს მინისტრი და მთავრობის მეთაური. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პირმა, ვისი ნებართვით თუ დუმილითაც დამპალი სისტემა ჩვენს საზოგადოებას ღირსებას ულახავს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

პოპულარული

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის...

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...