თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება საქართველოს

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი (WHO) ქვეყანაში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებისგან თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნებას ითხოვს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ურჩევს. მისივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელ-სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება.

“მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა, სწრაფადვე მასშტაბური მოხმარების პროდუქტი გახდა. 2016 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა. დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელ-სიგარეტს რეგულარულად მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტების მოხმარებელ ბავშვთა 40%-ს არასოდეს გაუსინჯავს თამბაქოს სხვა ნაწარმი, ხოლო 39% მასთან ერთად რეგულარულად მოიხმარს სხვა თამბაქოსაც. ეს ციფრები პრობლემის ხასიათსა და მასშტაბზე მიგვანიშნებს, – ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმი და ელ-სიგარეტები სავარაუდოდ, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს იზიდავს და ხშირად მოწევის დაწყების საშუალებაა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ზრდის ნიკოტინდამოკიდებულების მასშტაბებს.

2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა მიიღო. მასში ასახული თანამედროვე მიდგომების გამო, მას ხშირად “ახალი თაობის” თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას უწოდებენ და მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ასეთ შეფასებას ე.წ. ელ-სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციაც განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა. რეგულაციების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა.

იმის გამო, რომ აღნიშნული პროდუქტები შედარებით ახალია, ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. უკვე ცნობილია, რომ ისინი შეიცავენ და/ან მოხმარებისას გამოყოფენ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებებს. ამასთან, თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებების მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს პროდუქტები მოწევაზე თავის დანებების საშუალებაა. მათ შემადგენლობაში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, შეიცავენ სხვა ისეთ ნივთიერებებსაც (მ.შ. კანცეროგენები), რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, დამოუკიდებელ კვლევებს საჭიროებენ. ამ პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებებისგან მოსალოდნელის გარდა, სხვა ტიპის რისკებიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტებს და გასახურებელ თამბაქოს მრავალ პროდუქტს ფლობს ის კომპანიები, რომლებიც წარსულში უპირატესად სიგარეტს აწარმოებდნენ. უკვე არსებული მონაცემების თანახმად, ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გვერდით ავლის და თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაციისთვის გამოიყენება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს გასახურებელი თამბაქო თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად დაარეგულირონ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მათ სრულ აკრძალვასაც. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თანხვდება და პასუხობს გლობალურ ტენდენციებს და ასახავს დღეს არსებული ცოდნის დონეს ელექტრონული სიგარეტების და მსგავსი პროდუქტების პოტენციური რისკების შესახებ. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდების და ბავშვების, არამწველების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდა თამბაქოს კონტროლის ახალ რეგულაციებს და ბოლო მონაცემებით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ნაწილში 85%-იანი, ხოლო რეკლამის აკრძალვის ნაწილში კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. კანონის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია ყველა ძირითადი მიმართულებით: დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის, რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვის, ვაჭრობის რეგულირების ნაწილებში.

ამ კანონმდებლობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, მწეველთა და მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა კლებულობს, ხოლო არამწეველთა ექსპოზიცია თამბაქოს მეორადი კვამლისადმი მკვეთრად შემცირდა. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ ცვლილებების ეფექტს უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა დაავადების და სიკვდილობის შემცირება. ამისთვის უმნიშვნელოვანესია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მდგრადობა, რათა ტენდენციები შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის საინვესტიციო შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებით და რეგულაციებით ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე გადარჩება და 15 წლიან პერსპექტივაში 3,6 მილიარდი ლარი დაიზოგება.

თამბაქოს ინდუსტრია და მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ კანონი შეასუსტონ, ან მისი ეფექტური დანერგვა ჩაშალონ. ასეთი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და უამრავ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირად, ამ მხრივ, სწორედ გასახურებელი თამბაქოს და ელ-სიგარეტების საკითხები გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან დაცვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნაა, რომლის სრულად დანერგვის პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მისი ოფიციალურად დამტკიცებისა და რეალიზაციისკენ მოვუწოდებთ”,წერია განცხადებაში.

პოპულარული

რუსული დრონი CIA-ს ყოფილი დირექტორის მატარებლის გვერდით მდგარ ლოკომოტივს მოხვდა

კვირას, 14 სექტემბერს, რუსული დრონის დარტმისას, იაჰოდინის სადგურზე იმყოფებოდა...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება ერთი კვირით გადადო

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების სიებზე დავის გასაგრძელებლად კიდევ შვიდი დღე...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა...

რუსეთის 26 მსხვილ აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით შევსება შეზღუდეს

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე შეზღუდვების...

„ქვრივების ყურემ“ „ემის“ 14 ჯილდო მოიპოვა – ეს კომედიური სერიალისთვის რეკორდია

„ემის“ დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი ჰორორ-კომედიური სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა....

შვედეთის არჩევნებში მემარცხენე პარტიები ლიდერობენ. ულტრამემარჯვენეებთან ერთად მოქმედი მთავრობის შანსები მცირდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით მემარცხენე პარტიების კოალიცია შვედეთის...

ყველა ამბავი

ვიღაცას ინერციით, ალბათ ტელეფონზე რომ საუბრობდნენ, მიეჭირა – ზარქუა გახარიას პარტიის კანონპროექტზე

„მექანიკური შეცდომა“, „ტექნიკური შეცდომა“, „ალბათ, ინერციით მიაჭირეს“ - ასე ხსნიან უმრავლესობის დეპუტატები 16 კოლეგის მიერ გახარიას პარტიის ინიციირებული კანონპროექტის...

კალაძე აცხადებს, რომ თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება."მოგეხსენებათ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა,...

რუსეთის სპეცსამსახურები რუსი ოპოზიციონერების მკვლელობებსა და დივერსიებს ამზადებდნენ, აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. რა არის ცნობილი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოავლინა ქსელი, რომელიც, უწყების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ევროპაში დივერსიებსა და ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა....

იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე

„იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა...

ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა – ანდრია ჯაღმაიძე

"ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა" - განაცხადა ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა...

წარმომადგენელთა პალატამ გრემის „ჯოჯოხეთური“ სანქციების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს, 15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას აძლევს, ტარიფები...

სირიაში საწვავის გაძვირების გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო

სირიაში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, საწვავის ფასები გაეზარდა. კვირას, 13 სექტემბერს,...

Reuters: რუსეთის სამი დიზელის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ამცირებს ან აჩერებს

რუსეთის ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლებიც დიზელის საწვავს აწარმოებენ, სამმა სექტემბერში უკრაინული დრონების დარტყმებით მიყენებული ზიანის გამო წარმოება მნიშვნელოვნად...

“პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს” – პეტრუშევი

""პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს" "- ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რითიც პოლონეთის...

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! – ფინეთმა უკრაინას 290 მილიონ ევროს ღირებულების თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! -  ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებსდა ასევე...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა...

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ.  ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში ადასტურებენ, რომ სანქცირებული ავიაგადამზიდავები საქართველოს...