კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს – კერძოდ, თელავიის მერიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ზოოვეტერინარი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მომხმარებელს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერია საგამოძიებოს განცხადებაში.

პოპულარული

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა,...

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები...

რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე...

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა...

შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე! – საია შსს-ს მიმართავს

"შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე!" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია...

ყველა ამბავი

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...

ტრამპი თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს დაჰპირდა, თუ რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თითოეულ სრულწლოვან ამერიკის მოქალაქეს 5 ათას დოლარს გადაუხდის იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები...

რუსეთის 26 მსხვილ აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით შევსება შეზღუდეს

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე შეზღუდვების მასობრივად დაწესება დაიწყეს. 7 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი ზომები სულ მცირე...

რეჟიმს მორალი არ აქვს–მზია ამაღლობელის პასუხი ციხიდან შალვა პაპუაშვილს

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა....

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რუსეთის...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს.მშობლები...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში,...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ.უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე...

შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე! – საია შსს-ს მიმართავს

"შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე!" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქმის წარმოების...

ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული – პროკურორი

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა...