ზოდიაქოს რომელი ნიშანს რას პირდება 2021 წელი? – ასტროლოგის მიმოხილვა

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე 2021 წლის ვრცელ ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას გვთა­ვა­ზობს:

“ბევრი ვერსია ვრცელდება და ერთგვარი დაბნეულობაა საზოგადოებაში ხარის წლის შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით, განიხილება 3, 11, 12 თებერვალი და გაუგებარია, რომელია სწორი ვერსია, შევეცდები მოკლედ ავხსნა: ჩვენთან ხარის წელი ახალმთვარეობაზე, 11 თებერვალს ვირთხის საათზე (23:05). შემოდის ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით. ჩინელები ახალი წლის, ახალი ციკლის დაწყებას ითვლიან ახალმთვარეობიდან და ამ დროს იმართება ხოლმე ეს სადღესასწაულო ცერემონიალები და ზეიმები, მაგრამ ეს ახალმთვარეობა და ხარის წლის დაწყება ჩინეთის დროით 03:05 წუთზე ხდება, ანუ, მათთან არის 12 თებერვალი, ჩვენთან კი 11 თებერვალი) (გადავამოწმე და გადმოვთვალე) რაც ეხება 3 თებერვალს – ეს თარიღი კავშირშია ისევ აღმოსავლურ, მაგრამ ახლა უკვე მზის ათასწლიან კალენდართან (ორივეთი ხელმძღვანელობენ) და მის მიხედვით 3 თებერვალს იწყება ხარის ენერგიის შემოსვლა, უბრალოდ ფიქს”

ზოდიაქოს რომელი ნიშანს რას პირდება 2021 წელი?

ვინაიდან, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდია ინტერესი ამ თემის მიმართ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუმცა მაინც შეგახსენებთ – ვის როგორი წელი ელის, ეს მხოლოდ მის პირად ჰოროსკოპში ჩანს. რაც არ უნდა ვთქვა, ეს მაინც ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი პასუხი გამოვიდეს, რადგან ალბათ გესმით, რომ ყველა კუროს ერთნაირი წელი ვერ ექნება, ან ყველა ლომს. ამის პროგნოზირება მხოლოდ ინდივიდუალური რუკის შედგენის შედეგადაა შესაძლებელი. ზოგადად, კი შემიძლია, გითხრათ რომ, მომავალი 2021 წელი კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნებს არ გაუმართლებთ! შესაძლოა მათთან სწორედ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებშია გადანაწილებული პლანეტათა უმრავლესობა, რაც უკვე სრულიად ცვლის სურათს და წარმატების მაღალ ალბათობას გვაძლევს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანს რას პირდება 2021 წელი?

ვინაიდან, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდია ინტერესი ამ თემის მიმართ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუმცა მაინც შეგახსენებთ – ვის როგორი წელი ელის, ეს მხოლოდ მის პირად ჰოროსკოპში ჩანს. რაც არ უნდა ვთქვა, ეს მაინც ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი პასუხი გამოვიდეს, რადგან ალბათ გესმით, რომ ყველა კუროს ერთნაირი წელი ვერ ექნება, ან ყველა ლომს. ამის პროგნოზირება მხოლოდ ინდივიდუალური რუკის შედგენის შედეგადაა შესაძლებელი. ზოგადად, კი შემიძლია, გითხრათ რომ, მომავალი 2021 წელი კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნებს არ გაუმართლებთ! შესაძლოა მათთან სწორედ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებშია გადანაწილებული პლანეტათა უმრავლესობა, რაც უკვე სრულიად ცვლის სურათს და წარმატების მაღალ ალბათობას გვაძლევს.

 

ვერძისთვის ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო, მეტად კონფლიქტური, ტრავმული, აგრესიული აღმოჩნდა და განსაკუთრებით 2020 წლის მეორე ნახევარი. 2021 წელი, ამ მხრივ, უფრო მსუბუქი, მეტად წარმატებული იქნება, მთავარია ხარის პრინციპების დაცვა – სიბეჯითე, საქმის ბოლომდე მიყვანა, მუყაითობა და არა სპონტანური ან ზერელე გადაწყვეტილებები. ვერძებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ ახალი მეგობრები, გაზარდონ თანამოაზრეთა წრე, მეტად დაკავებულნი და რეალიზებულნი იყვნენ სოციალურ სფეროში, მოახდინონ გარკვეული ცვლილებები, განახორციელონ რეფორმები, მოკლედ, ბევრად უკეთესი, ბევრად დინამიური წელი დგება მათთვის.

 

კუროსთვის საკმაოდ კარგი წელია კარიერული და პროფესიონალური თვალსაზრისით, თუმცა, ამავდროულად საყურადღებო წელია, ვინაიდან თითქმის აგვისტომდე კუროს ნიშანში იმყოფება ე.წ. ლილიტი, მაცდუნებელი პლანეტა, ასევე, ურანი, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებს ამ ნიშანს ფულთან, კაპიტალდაბანდებებთან, მსხვილ ფულად გარიგებებთან მიმართებით, მაღალია მატერიალურ საკითხებში შეცდომების დაშვების ალბათობა და სამომავლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად წინდახედულობის გამოჩენა სჯობს. არ დაგავიწყდეთ ეკონომიურობა, მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და ფულის ფლანგვას. სხვა მხრივ, მშვიდობაა.

 

ტყუპებისთვის საკმაოდ სასიკეთო, ჰარმონიული პერიოდი დგება მერწყულში მდგარი პლანეტების ჰარმონიული ასპექტის დამსახურებით. კარგი პერიოდია შემეცნების, განათლების მიღების, მოგზაურობის თვალსაზრისით. მათ გადადებული პროექტების, ჩანაფიქრის მარტივად განხორიელების საშუალება ეძლევათ, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ შემდეგი წელიწადი. თუმცა, 24 ივლისიდან ტყუპების ზოდიაქოში გადმოდის ე.წ. შავი მთვარე, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან გარკვეულ სიფხიზლეს მოითხოვს – აუცილებელია გაცხრილოთ არასაჭირო კონტაქტები, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, წაუკითხავად არც ერთ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი, გააკონტროლოთ საუბარი და მეტი იმუშაოთ ურთიერთგაგებაზე, მაშინ წელი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის.

 

კირჩხიბისთვის შედარებით ამოსუნთქვის, უფრო მსუბუქი წელი მოდის, რომელიც ისევე, როგორც თხის რქა, სატურნის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ამ ბოლო წლების მანძილზე, რადგან სატურნი (შეზღუდვები) მის ოპოზიციურ ნიშანში, თხის რქაში იდგა, რაც თავისთავად, მასზეც აისახა. 2021 წელი არ იქნება მათთვის ასეთი სტრესული და დამქანცველი და უფრო მარტივად გამოვა ჩანაფიქრების რეალიზება. ეს არის მათთვის ტრანსფორმაციის, სულიერი ზრდის წელი, ბევრთან შესაძლოა მემკვიდრეობის, სხვისი ფინანსების, ქონების საკითხებიც კი დადგეს დღის წესრიგში.

 

ლომებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, მოვლენები შესაძლოა სწორედ ამ სფეროში განვითარდეს. დაუოჯახებელ ლომებს ეძლევათ დაოჯახების შანსი, დაოჯახებულებს კი – პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღების და დიპლომატიის გამოვლენა მართებთ პარტნიორების მიმართ, ეხება ეს საქმიან, თუ სასიყვარულო პარტნიორებს, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ხდება ამ მხრივ ყურადღების გამახვილება, ამასთან, თუ ლომები არ იზარმაცებენ, მაშინ საკმაოდ წარმატებული წელია მოსალოდნელი.

 

ქალწულისთვისაც არ იქნება ცუდი შემდეგი წელი, განსაკუთრებით სამსახურისა და პროფესიონალური ზრდის კუთხით. თუმცა, რადგან მათ ისედაც უყვართ მუშაობა და 2021 წელს, კიდევ უფრო მეტად დაიხარჯებიან ამ სფეროში, შესაძლოა გადააჭარბონ და ზიანი მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია ისწავლონ ბალანსის დაცვა, დასვენება, არ გადაიტვირთონ თავი. ზომიერების დაცვით – ყველაფერი კარგად იქნება.

 

სასწორისთვის საკმაოდ კარგი, ჰარმონიული წელია, რადგან ისიც ჰაერის ნიშანს განეკუთვნება, ამიტომ წარმატებები მოსალოდლელია ბევრი მიმართულებით. ეს წელი შესაძლოა ბავშვის გაჩენის, ან სასიყვარულო, რომანტიკული ურთიერთობების წელიც აღმოჩნდეს. სასწორებისთვის, 2021 – შემოქმედებითი რეალიზების, თვითგამოხატვის წელია. გამოიყენეთ შანსები.

 

მორიელისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება სახლის და სახლთან დაკავშირებული სფეროებისთვის, შესაძლოა ბევრმა მიწა, ან სახლი შეიძინოს, ან სხვა სახლში გადავიდეს საცხოვრებლად. შესაძლოა სახლში მატებაც მოხდეს, მოკლედ, სახლი – აქცენტირებული თემა იქნება მათ ცხოვრებაში, თუმცა არც სხვა სფეროებისთვის იქნება წელი ცუდი.

 

მშვილდოსნისთვის – პერსპექტიული წელია! ამ ნიშანში მფარველი ანგელოზის გადასვლის შედეგად, ბევრი მათგანისთვის ახალი ჰორიზონტები იხსნება. მშვილდოსანი ისედაც არ უჩივის ხოლმე იღბალს, მაგრამ ამ ინგრესიის შედეგად, მათი იღბლიანობა კიდევ მეტად მოიმატებს. მათ ელით ახალი ნაცნობობა, ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და გადაადგილებებები. ეძლევათ შანსი დაამყარონ საჭირო კონტაქტები, მიაღწიონ წარმატებას კომერციულ სფეროებში, რაღაც ახალი ისწავლონ, რაც ისედაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს თითოეულ მათგანს.

 

თხის რქა 2021 წელს ბევრად მსუბუქად იგრძნობს თავს. მან ჩააბარა სამყაროსეული გამოცდები და ახლა უკვე გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ნიშანში 2020 წელს გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი იმყოფებოდა და წესით, ახალი პერპექტივები და შესაძლებლობები უნდა მოეტანა ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, ბევრისთვის წელი მაინც არ აღმოჩნდა განსაკუთრებით იღბლიანი, ვინაიდან ბოლო 3 წლის მანძილზე თხის რქის ნიშანში ასევე იმყოფებოდა მთავარი შემზღუდველი პლანეტა სატურნი, რომელსაც უფრო ძლიერი სტატუსი აქვს თხის რქაში, ვიდრე იუპიტერს, რამაც დაბლოკა ამ იუპიტერის შეპირებული სიმსუბუქე და იღბლიანობა, თუმცა ბევრისთვის, გასულ სამ წელში სერიოზულ სასიკეთო ცვლილებები მოხდა, ე.ი. სატურნმა დაუფასა შრომა. ის სამართლიანია და არასდროს დაუკარგავს ადამიანს ძალისხმევას და სატურნის კეთილგანწყობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იუპიტერის მოტანილი საჩუქრები.

 

მერწყულისთვის ეს ყველაზე წარმატებული წელია, რადგან სატურნთან ერთად, მასთან გამარჯვების პლანეტა, იუპიტერიც გადავიდა, ამიტომ მერწყულებს ეწყებათ ახალი ეტაპი, ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საშუალება. არ გაუშვათ მოცემული შანსები ხელიდან. დაიწყეთ რაიმე ახალი! მთავარია პრაგმატიზმი, რაციონალური ხედვა და რეალისტური გეგმები, დანარჩენში უკვე იუპიტერი დაგეხმარებათ.

 

თევზებისთვის 2021 მნიშვნელოვანი წელია. მათთვის და წყლის სხვა ნიშნებისთვის იდეალური უფრო 2022 წელს იქნება, როდესაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უკვე თევზების ნიშანში გადაინაცვლებს, თუმცა არც 2021 წელი იქნება ურიგო – ეს არის სულიერი ზრდის, ჩაღრმავების, საკუთარი თავთან შეხვედრის წელი. შესაძლოა ბევრმა მათგანმა საკუთარ თავში რაიმე ფარული უნარები აღმოაჩინოს. ბევრი თევზისთვის ეს სულიერი ძიებების პერიოდია, რის შედეგადაც სულიერი სიმშვიდე, ჰარმონია ისადგურებს, მთავარია შეინარჩუნონ ოპტიმიზი და არ აყვნენ აპათიურ განწყობებს.

პოპულარული

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით” – პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით ... ამაზე მეტი კაცს რა...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის...

Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრი აცხადებს, რომ ტელეშოუს ყურების შედეგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბორტის გადასარჩენად

ისრაელელმა მგზავრმა, რომელიც „Flydubai“-ს რეისზე თავდამსხმელი პილოტის განეიტრალებაში მონაწილეობდა,...

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს!! 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა – კალაძე

1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული...

“მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა” – კაცს ბრალი წარუდგინეს

პროკბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც 8 და 11 წლის მოზარდებს...

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე საკუთარი წარმომადგენლობის...

ყველა ამბავი

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, Welt am...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების ოფისების დახურვის გამო. გერმანიის ხელისუფლება ამ ნაბიჯს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს.რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის...

ALDE – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი, - ამის შესახებ...

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა და მოიცავს მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც, რომელიც სარგებელს მოუტანს ახლო აღმოსავლეთის...

ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, - ასე ეხმაურება პატიმრობაში...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში გერმანული პოლიტიკური ფონდების...

ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნებისგან" დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...